ხონის მუნიციპალიტეტში ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი
იპოვეს.
გარდაცვლილს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა
აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მდინარის პირას ავტომობილში
ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის,
ექსპერტ-კმინინალისტების ჯგუფი და საგამოძიებო მოქმედებები
მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიცხადებენ, რომ
ფაქტზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები