2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, 19 464 ავტოსატრანსპორტო
საშუალებიდან პირველ ჯერზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 14
280-მა გაიარა.
აქედან, 5050-მა შემოწმება სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, ხოლო 134-ს
გზაზე გადაადგილება აეკრძალა.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში იმ 5050 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან,
რომლებსაც ხარვეზის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ტექნიკური
ინსპექტირების ცენტრებს 2678-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ კვლავ
მიმართა, საიდანაც 101-ს ხარვეზი განმეორებით დაუდგინდა.
შსს-ს ინფორმაციით, შემოწმებული 19 464 ავტომობილიდან 4349
ავტოსატრანსპორტო საშუალება იურიდიული პირების მფლობელობაშია.
ხარვეზების უმეტესობა გამონაბოლქვთან, ფარებსა და
შუქამრეკლებთან, სამუხრუჭო მოწყობილობასთან მიმართებაში
დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს
(3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ. 2018 წლის 1-ლი ივლისიდან პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირება იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყებების საკუთრებაში
არსებულ ავტომობილებს, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი დიდი მოცულობის
ძრავების მქონე ავტომობილებს (3.0 ძრავით და ზემოთ) შეეხებათ.
2019 წლის 1-ლი იანვრიდან ინსპექტირებას საქართველოს დანარჩენი
ავტოპარკი გაივლის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ
2017 წელს
კვლევა ჩაატარა.
უწყების მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში
ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო
2014 წელთან შედარებით, ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით
გაიზარდა.
შსს კვლევის თანახმად, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007
წლამდეა წარმოებული, თუმცა 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
რაოდენობა იზრდება. მათი წილი ავტოპარკში დაახლოებით 1,3%-ია.
ამავე
თემაზე:
სავალდებულო ტექდათვალიერება - მოთხოვნები და მეთოდები
(ვიდეო)
ავტომობილების
სავალდებულო ტესტირება ბრუნდება (ვიდეო)
საქართველოს ავტოპარკი 2016 (ინფოგრაფიკა)
საქართველოში 1 270
ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა
მასალის გამოყენების პირობები