ახალი ამბები
კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისში
FaceBook

ყველაზე კარგი კალიგრაფიის მქონე პირები ფულად ჯილდოს მიიღებენ.


კონკურსი კალიგრაფიაში ქუთაისში (ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით 11 აპრილს, პირველ საჯარო სკოლაში 4 საათზე ჩატარდება.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, საქალაქო კონკურსი ქართული ენის დღეს ეძღვნება, სადაც მონაწილეობას ქუთაისის IX-XII კლასის მოსწავლეები, ასევე პედაგოგები მიიღებენ.

"მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან საკონკურსო დავალებებს , რაც ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერას და მოცემული ტექსტის ასლის გაკეთებას გულისხმობს, კონკურსში გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებიც ფულად ჯილდოს მიღებენ საკონკურსო ფონდიდან,"  - ამბობს (ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე ლადო პატარიძე.  

მისივე ინფორმაციით, ფულადი ჯილდო 500 ლარი იქნება. ამ  პრიზის მისაღებას კი 150 -მდე მოსწავლე და 30 პედაგოგი ეცდება.  

კონკურსის შედეგად I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან ( მასწავლებლები და მოსწავლეები ცალ-ცალკე), რომელთაც სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დედა ენის ძეგლის წინ მოხდება. 

ღონისძიებაზე კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომები გამოიფინება.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.