13 აპრილს, ქუთაისის ოპერის თეატრში ვერდის "რიგოლეტოს"
წარმოადგენენ.
მთავარ პარტიას, ევროპის საოპერო თეატრებში მოღვაწე, ცნობილი საოპერო
მომღერალი გოჩა აბულაძე შეასრულებს.
"13 აპრილს ჩემს ქალაქში, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ქუთაისში, ჩემს
მეგობრებთან ერთად ვიმღერებ ვერდის „რიგოლეტოს“. ეს ჩემი პირველი
სპეკტაკლია აქ, სადაც გავიზარდე და სიმღერის დიდი სიყვარულით
დაავვადდი", - აღნიშნავს გოჩა აბულაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრის
სოლისტებიც.
"რიგოლეტოს" პრემიერა გასული წლის 27 დეკემბერს
შედგა და თეატრის იუბილეს მიეძღვნა.
სპეტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია
გაჩეჩილაძე, მხატვრები თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი ვახტანგ
უშვერიძე.
სპექტაკლი 18 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები