ტყიბულში, მინდელის შახტში, სადაც 5 აპრილს დილის საათებში ექვსი
ადამიანი დაიღუპა, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ელოდებიან.
ინსპექციის წარმომადგენლის, ბექა ფერაძის თქმით, ისინი ადგილზე
ჩაატარებენ მოკვლევას თუ რა მოხდა შახტაში.
"ჩვენს რამდენიმე წუთში უკვე ადგილზე ვიქნებით, ჩავატარებთ მოკვლევას
შახტში, ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება", - ამბობს
შრომის ინსპექციის წამომადგენელმა, ბექა ფერაძემ.
2018 წლის 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულში, მინდელის შახტში
უბედური შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულია
სამი ადამიანი.
მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების
წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის
შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია. შსს-მ გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან
სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
პარლამენტმა მესამე მოსმენით “
შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი
მიმდინარე წლის მარტში მიიღო. აღნიშნული კანონი მომეტებული საფრთხის
შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება და
მისი მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების
განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის
უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური
შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას,
დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას, კონსულტირებასა და მათ თანაბარ
ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
საკითხებში.
თითოეულ დარღვევაზე განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო მაქსიმალური ეს
არის 14 ათასი ლარის ჯარიმა.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი
დაიღუპა. შახტას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
“საქნახშირი” მართავს.
ამავე თემაზე:
ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა
ტყიბულში მუშების დაღუპვაზე
შსს განცხადებას ავრცელებს
"საქნახშირის"
ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე
ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები
ამოიყვანეს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ
ტრაგედიაზე
ირაკლი კობახიძე:
შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა
გაკეთდეს
მასალის გამოყენების პირობები