ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში საჯარო სკოლების რეკონსტრუქციას
ჩაუტარებს.
მერიაში განმარტავენ, რომ საჯარო სკოლების შეკეთებას 2019 წელს
ეტაპობრივად დაიწყებენ. თვითმმართველობის
წარმომადგენლების თქმით, მომავალ წელს სამ სკოლას (N
25; N 19; N 9) ჩაუტარებენ რეკონსტრუქციას,
2020 წლისთვის ასევე სამ სკოლას (N 40; N 8; N
20) და ამდენივეს შეკეთება (N 23, N 16,
N 24) იგეგმება 2021 წლისათვის.
"სკოლის შენობების რეკონსტრუქცია
საჭიროების მიხედვით მოხდება. ეს ფასადი, სახურავი, ჭერი,
კედელი თუ სველი წერტილების მოწესრიგება იქნება " - განმარტავენ
ქუთაისის მერიაში.
სამინისტრომ სკოლების რეკონსტრუქციისთვის 200 000 ლარი
გამოყო.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საჯარო სკოლების შეკეთება მიმდინარე
წლიდან დაევალათ. ეს ვალდებულება მათ განათლების და მეცნიერების
სამინისტრომ გადასცა, ხოლო რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხებს
თავად უწყება დაფარავს.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა. განათლების სამინისტროს გარდა,
ქალაქში რვა სკოლას შეკეთება "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის"
დაფინანსებით ჩაუტარებენ.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში
რვა სკოლის რეაბილიტაცია იწყება - მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში
გადანაწილდებიან
საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს რეაბილიტაცია
ჩაუტარდება
118 წლის სკოლის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტში ვერ
მოხვდა
მასალის გამოყენების პირობები