ქუთაისში რვა საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის
თქმით, რვა სკოლის მოსწავლეების გადანაწილება სხვადასხვა
სკოლებში მოხდება.
რეაბილიტაცია მე-5-ე; მე-10-ე; მე-17-ე; მე-13-ე ;
#32-ე , #30-ე; #36 -ე და #33-ე სკოლებში იგეგმება. იმ
მოსწავლეებს კი, რომლებიც ამ სკოლებში სწავლობენ,
გაკვეთილები
მეორე ცვლაში
ჩაუტარდებათ და მათი გადანაწილება სხვადასხვა საჯარო სკოლებში
მოხდება. ნახეთ ინფოგრაფიკა:
ბადრი ვაშაკიძის ინფორმაციით, სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარე
წლის აპრილში დაიწყება.
"მოსწავლეების გადანაწილებაც სწორედ მაშინ მოხდება, ფუნდამენტიდან
ბოლომდე მოხდება ამ სკოლების რეაბილიტაცია და გარდა ამისა,
ლაბორატორიებიც დაემატება", - ამბობს ჩვენთან საუბარში
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე.
ქუთაისში სკოლების რეაბილიტაციას "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის"
აფინანსებს და ის 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ამავე თემაზე:
საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს
რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საჯარო სკოლა ქუთაისში, სადაც რემონტი 47 წელია არ
ჩატარებულა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები