ჭიათურაში,
შუქრუთის მაღაროში დაღუპული ზაზა აბრამიშვილის
ოჯახი უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე საუბრობს.
გარდაცვლილის მამა ყვება, რომ მისი შვილი ხშირად საუბრობდა, თუ რა
რთულ პირობებში და დაბალი ანაზღაურებით მუშაობდნენ მაღაროელები.
"ერთხელ დაშავდა კიდევაც, პენსიაზე უნდა გაეშვათ, მაგრამ
გამოჯანმრთელებული ხარო და არ მისცეს პენსია. ახლა ცოცხალი ხომ
მეყოლებოდა. რა უნდა ექნა, ოჯახი ჰყავდა სარჩენი და წვალობდა. კი თქვა
ერთხელ, გვირაბი ნორმაზე მეტ სიგრძეზე გაგვყავსო. როგორც ჩანს, არ იყო
ბოლომდე დაცული უსაფრთხოება", - ჰყვება ნუგზარ აბრამიშვილი.
გარდაცვლილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუნდაეთში ცხოვრობდა.
ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მაღაროს ჩამონგრევის
შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა 25 მარტს ღამის 3 საათზე მოხდა. ჭიათურაში პროფკავშირების
წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში
სამუშაოები მიმდინარეობდა. პაატა სამხარაძის თქმით, გაუმაგრებელი
ჭერიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა, რომელმაც მუშა მოიყოლა. ამ დრომდე
მ
უშის
ამოსაყვანად სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა. საქმეზე
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 240-ე მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:
ჭიათურაში,
მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ჭიათურის
მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება
„ჯორჯიან
მანგანეზის“ ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მაღაროში მუშის
დაღუპვაზე
ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს
"უსაფრთხოების ყველა
ნორმა ადგილზე დაცული იყო" - ნიკოლოზ ჩიქოვანი შუქრუთის
მაღაროზე
მასალის გამოყენების პირობები