ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მაღაროში
დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ
ხერხდება.
პროფკავშირების წარმომადგენლის პაატა სამხარაძის თქმით, ადგილზე
სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
"მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელმაც ჩამოშლილი ლოდები უნდა
დაშალოს, რათა მოხდეს გარდაცვლილის ამოყვანა", - ამბობს პაატა
სამხარაძე.
მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური,
ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები. სამაშველო
სამსახურში განმარტავენ, რომ გარდაცვლილი მუშის ამოსაყვანად მაშველები
მუშაობენ, თუმცა ჯერ მისი გამოყვანის შესახებ ინფორმაცია არ
ვრცელდება.
ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს ჩამონგრევის
შედეგად მუშა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,
ადგილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, გაუმაგრებელი იყო. სწორედ,
ამან გამოიწვია ლოდების ჩამოვარდანა.
ამავე თემაზე:
ჭიათურაში, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი
ადამიანი დაიღუპა
მასალის გამოყენების პირობები