ჭიათურაში შუქრუთის მაღაროში
მუშის დაღუპვაზე "ჯორჯიან მანგანეზის"
ადმინისტრაცია, რომლის დაქვემდებარებაშია ჭიათურის მაღარო,
განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გამთენიისას უბედური
შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა
დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა.
"ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის
ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან
"ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელი პირებიც"
- აცხადებენ კომპანიაში.
"ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ , რომ მომხდართან
დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების
დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.
ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად მუშა გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ადგილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა,
გაუმაგრებელი იყო. სწორედ, ამან გამოიწვია ლოდების ჩამოვარდანა.
ამავე თემაზე:
ჭიათურაში,
მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ჭიათურის მაღაროში დაღუპული
მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება
მასალის გამოყენების პირობები