იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი
გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში,
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს.
ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში
გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების
დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოუდგინეს. ამოღებული ხე-ტყის
ოდენობა 50 მ3 შეადგენს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს
გადაეგზავნათ.
მასალის გამოყენების პირობები