ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტრო - "მცირე მეწარმეებისთვის საშემოსავლო გადასახადი ხუთჯერ შემცირდება"
FaceBook
ქუთაისში მეწარმეებს იმ ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მცირე მეწარმეობის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა.

"მცირე მეწარმეებისთვის საშემოსავლო გადასახადი ხუთჯერ შემცირდება. 5-დან 1%-მდე შემცირდება, ხოლო ზღვარი ასი ათასიდან ხუთასი ათასამდე, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ აღნიშნული რეფორმით ისარგებლოს დაახლოებით 120 000-მა მცირე მეწარმემ", - ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი. 

სამინისტროს ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ ადგილობრივი მეწარმეები. 

"მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის, ალბათ, დროული და სწორად გადადგმული ნაბიჯია. ეს უდიდესი ბიძგი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისა და მეწარმეებისთვის", - ამბობს მეწარმე, მინდია ქავთარაძე. 

მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები.

გადასახადის დეკლარირება/გადახდა მოხდება ყოველთვიურად და მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება.

სამინისტროში სჯერათ, რომ ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობას და  შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.