ახალი ამბები
კონკურსს მიღმა დარჩენილი ჭიათურელი მოსწავლეები და მიმართვა უწყებებს ობიექტურობის დასადგენად
FaceBook
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "CENN"- ის მიერ ეკოლოგიის თემაზე ჩატარებული კონკურსის შედეგებმა,  ჭიათურელი მოსწავლეებისა და ქალაქის  მერის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილების ობიექტურობის დასადგენად სკოლის პედაგოგმა, როლანდ ხოჯანაშვილმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გეზრულის საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს კონკურსზე ხელმძღვანელობდა, კონკურსის ჟიურის შვიდ წევრიან შემადგენლობას ტენდენციურობაში ადანაშაულებს. როლანდ ხოჯანაშვილი ამბობს, რომ მოსწავლეებს დაბალი ქულა ჟიურიმ იმიტომ დაუწერა, რომ მათ გამოსვლისას ხელში ფურცლები ეჭირათ. თუმცა, მისივე თქმით, კონკურსის წესების მიხედვით მათ ამის უფლება ჰქონდათ.

"იმის გამო, რომ ჩვენს მოსწავლეებს ისედაც მაღალი ქულები ქონდათ დაგროვებული გარემოსდაცვითი აქტივობებში, პრეზენტაციის ნაწილში შეგნებულად დაუწერეს დაბალი ქულები", - განმარტავს როლანდ ხოჯანაშვილი.

სკოლის პედაგოგმა შედეგების ობიექტურობის დასადგენად უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, განათლების სამინისტროსა და პროკურატურას.

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარებული კონკურსის შედეგებით უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ.

"მართლაც გაოგნებული და შეურაცხყოფილი დავრჩი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჟიურიმ გამოიტანა. ღონისძიებაში 28 სკოლა მონაწილეობდა, აქედან 8 ჭიათურის სკოლა იყო. რვავე სკოლა აშკარად მომზადებული და ნიჭიერები იყვნენ. ჭიათურლები გამოირჩეოდნენ ნიჭიერებით, ჭიათურლებმა კონცერტი ჩაუტარეს დარბაზს, ყველაზე მეტი ჭიათურელი ესწრებოდა მხარდასაჭერად ღონისძიებას, ყველაზე მეტი ოვაცია იყო ჭიათურლების", - ნათქვამია ჭიათურის მერის განცხადებაში, რომელიც ჟიურის შემადგენლობაშიც იყო.



კონკურსის მონაწილეების უკმაყოფილებაზე კომენტარის გაკეთება ჟიურის თვმჯდომარემ, მაკა ხეცურიანმა არ ისურვა.

"CENN"-ში განგვიმარტეს, რომ კონკურსი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ქულების დაგროვების ეტაპისგან, ნახევარფინალური ტურისა და ფინალისგან შედგება. საკონკურსო ინსტრუქცია წინასწარ ეგზავნება ყველა მონაწილეს, როგორც ელექტრონულად, ასევე, ბეჭდურად.

"რაც შეეხება ჟიურის, ის საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტდა, რომელსაც ასევე წინასწარ ეგზავნება დეტალური ინსტრუქცია, შეფასების კრიტერიუმებთან ერთად. ჟიური გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფისგან დამოუკიდებლად", - ამბობს პროექტის კოორდინატორი, რეზო გეთიაშვილი.

ის ამბობს, რომ ნახევრაფინალში კონკურსანტები არა ამ დღის (24 თებერვალი) გამოსვლით შეფასდა, არამედ მთელი წლის განმავლობაში განხორციელებულმა აქტოვებებმაც იქონია გავლენა.

ეკოლოგიის საკითხებზე ნახევარფინალი ქუთაისში, 24 თებერვალს პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. კონკურსში 700-მდე სკოლა იყო ჩართული, ნახევარფინალში 128 სკოლა გავიდა. მათ შორის იყო ჭიათურის რვა საჯარო სკოლა. ნახევრფინალის შედეგების მიხედვით, ფინალში ჭიათურის ვერც ერთი სკოლა მოხვდა. საერთო ჯამში, ფინალში პირველობისთვის 23 საჯარო სკოლა იბრძოლებს. ფინალური შეხვედრა ტყეების დაცვის საერთაშორისო დღეს, 21 მარტს შედგება.

კონკურსში მონაწილე ყველა სკოლას შესაბამისი  სერტიფიკატი გადაეცემა. ფინალში მონაწილე ყველა სკოლას - სპეციალური პრიზი. "ნიკო კეცხოველის პრემიის" ლაურეატ სამ სკოლას კი პრემიასა და საპატიო ჯილდოს გადასცემენ. გამარჯვებულები ევროპულ სასწავლო ტურებში ავსტრიაში ან სლოვენიაში გაემგზავრებიან. პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებულია დამოუკიდებელი ნომინაციები და პრიზები, როგორც ნახევარფინალებში, ასევე ფინალურ ტურზე.

CENN-ი სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსს "ნიკო კეცხოველის პრემია",  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან ერთად ახორციელებს. ყოველწლიური სასკოლო პრემია 2014 წელს ავსტრიული თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციაში განგვიმარტეს, მისი მიზანია გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო ცხოვრებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.