ყოფილი პოლიციელის ბაგრატ ჯანუაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის
საქალაქო საამართლოში დასრულდა.
დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს. მოსამართლე ციცინო
მოსიძის გადაწყვეტილებით, განაჩენი ხვალ, 10:30 საათზე
გამოცხადდება.
პროკურატურა ჯანუაშვილს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების
შეძენა-შენახვას ედავება. ყოფილი სამართალდამცავი პოლიციელებს
ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულება. ჯანუაშვილი
პოლიციელებმა ორ აგვისტოს, თბილისში, ორთაჭალის სადგურზე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები