არასამთვრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებმა, თეთრ ხიდთან საპროტესტო აქცია
ლოზუნგით _"რუსეთი მტერია" გამართეს.
აქციის მონაწილეებმა, 25 თებერვალს, ქუთაისის მერიის მიერ
შენობის კიბეებზე წარწერების "რუსეთ მტერია",
ჩამოხსნა გააპროტესტეს და იგივე ადგილზე, იმავე შინაარსის
სტიკერები დემონსტრაციულად გააკრეს.
მათი თქმით, მაშინ, როცა მერია არ ზრუნავს ქალაქის მასშტაბით
ადმინისტრაციული და კულტურული მემკვიდრეობის შენობებზე სხვადასხვა
შინაარსის წარწერების ჩამოხსნაზე და შერჩევითი დამოკიდებულება აქვს
ოკუპაციის შემცველი პლაკატების მიმართ, ეს მის პოლიტიკურ
ორიენტაციაზე მიუთითებს.
აქციის მონაწილეები სტიკერებს წარწერით: " რუსეთი მტერია"
მერიის წინ აკრავენ
აქციას რიგითი მოქალაქეებიც
შეუერთდნენ
აქციის მონაწილეების გაღიზიანება განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამოიწვია,
როცა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად
ჯავახიამ, "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები სტიკერების
გაკვრის გამო, ოკუპაციის თემით სპეკულაციასა და საზოგადოების
ყურადღების მიქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.
"პირველ დღეს თუ მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ახლა აქ არის სამოქალაქო
საზოგადოება შეკრებილი და თუ თავისუფალი აზრის გამოხატვა არის
დასჯადი, მაშინ ქუთაისის მერიამ ყველა ეს ადამიანი უნდა დააჯარიმოს.
დღეს, ჩვენ დემონსტრაციულად გავაკარით პლაკატები და ველოდებით
მერიის გადაწყვეტილებას", -ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას"
დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვლი.
"როცა მერია წარწერების შინაარსიდან გამომდინარე იღებს
გადაწყვეტილებას ჩამოხნას თუ არა, ეს ეჭქვეშ აყენებს მის პოლიტიკურ
ორიენტაციას. ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. რუსეთი
არის მტერი", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აკაკი
საღინაძე.
"მე აქ ვდგავარ ჩემი შვილის უკეთესი მომავლისთვის, რომ მან აღარ
იცხოვროს ოკუპირებულ საქართველოში. არჩილ ტატუნაშვილის ფაქტი კიდევ
ერთელ მიუთითებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე", - ამბობს ლაშა
ბერეკაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელბმა,
მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე კიბეებზე წარწერები "რუსეთი
მტერია" 25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დკავშირებით გააკრეს.
სტიკერები მალვე ჩამოხსნეს მერიის დაცვის თანამშრომლებმა.
ზედამხედველობის სამსახურის უფრომა კი განაცხადა, რომ კანონის
დამრღვევებს დააჯარმებდნენ.
აქციის მონაწილეების შესაძლო დაჯარიმებას სოციალურ ქსელში მწვავე
პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მერიამ პოზიცია შეცვალა და განაცხადა,
რომ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარლებოდნენ. ქმედების გამეორების
შემთხვევაში კი დააჯარიმებდნენ.
დააჯარიმებენ თუ არა ამჯერად მათ, ვინც მერიის შენობის წინ იგივე
შინაარსის სტიკერები გააკრა, ქუთაისის მერიაში ამაზე
განმარტებას არ აკეთებენ.
ამავე თემაზე:
წარწერები
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომლისთვისაც არავინ დასჯილა
(ფოტო)
ქუთაისის
მერიამ პლაკატები წარწერით - "რუსეთი მტერია" ჩამოხსნა
„რუსეთი
მტერია“ - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის
წინააღმდეგ
მასალის გამოყენების პირობები