არასამთავრობო ორგანიზაცია RICDOG-მა მსვლელობა ე.წ. "სიკეთის
ქარავანი" მოაწყო.
17 თებერვალი სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო
დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მოწყობილი მსვლელეობის
მონაწილეებმა გამვლელებს სიმბოლურად ტკბილეულობი
დაურიგეს, რომელზეც შებმული იყო სხვადასხვა
სურვილები.
აქცია "გაუკეთე სიკეთე პლანეტას" - RICDOG-ის პროექტის "Charging Eco
Space"-ის ფარგლებში მოეწყო.
"აქტივობების ციკლი დღევანდელი აქციით გავხსენით. თითოეული წერილი
ადრესატზე მორგებული კონკრეტული რჩევის მატარებელია. რჩევები კი, რა
თქმა უნდა, მოიცავს ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების
თაობაზე ცნობიერების ამაღლებას მათი სამუშაო არეალიდან გამომდინარე.
სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღეს, რისთვისაც
ყველაზე დიდი სიკეთე შეიძლება გაგვეკეთებინა არის პლანეტა. მეტი
ყურადღება უნდა დავუთმოთ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ და ერთად ვიზრუნოთ
მის დაცვაზე", - ამბობს RICDOG-ის გენერალური
მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.
პროექტი "Сharging Eco Space" ქუთაისში სამეცნიერო ინტელექტუალური
კლუბის ,,თაობათა დიალოგი’’-ის მიერ 350.org-ისა და გლობალური მწვანე
გრანტების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. 17 თებერვალი
სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო
დღეა RICDOG-ი მე-7 წელია "სიკეთის ეპიდემიის" სახით
უერთდება აღნიშნულ დღეს.
მასალის გამოყენების პირობები