ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი
საქალაქო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა.
#20 -ის ავტობუსს ტოიოტას მარკის ჯიპის ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევა, რომელსაც ნახევარი საათის წინ მოხდა მსხვერპლი არ
მოჰყოლია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ზემოთ
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 125-ე მუხლის მეათე ნაწილით
დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: მარიამ ირემაძე
მასალის გამოყენების პირობები