8 თებერვალს, "დავითობასთან" დაკავშირებით, გელათში წასვლის
მსურველებს 3 მიკროავტობუსი უფასოდ მოემსახურება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსები 13:00 საათიდან 15:00
საათამდე ცენტრალური მოედნიდან იმოძრავებენ.
უფასო რეისები ნახევარსაათიანი ინტერვალით შესრულდება.
დავითობასთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე
ღონისძიებაა დაგეგმილი.
ღონისძიებები დილის 11 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე
გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები