ახალი ამბები
ქუთაისის მერია - გაფიცულ მძღოლებს კონკურსში მონაწილეობის შიში აქვთ
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლების გაფიცვის მიზეზი ქუთაისის მერიაში ხვალისთვის დადგეგმილი კონკურსია.
მძღოლების განმარტებით, სატრანსპორტო ხაზების ახალი ნებართვის მაძიებლებისთვის, კონკურსი ისეთივე წესით უნდა ჩატარდეს, როგორც ადრე ტარდებოდა.
"გვინდა, რომ კონკურსის დღესვე მოხდეს ჩვენი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, რადგან გვაქვს ეჭვი,რომ მძღოლების უმრავლესობას გამართული მანქანები მხოლოდ ქაღალდზე ყავთ. ისე კი, გაუმართავი ან ნანათხოვარი მარშუტკებით აპირებენ კონკურსში გამარჯვებას," - აცხადებენ მძღოლები.
ქუთაისის მერიის სატრანსპორტო განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი ირწმუნება, რომ დღეს გაფიცულ მძღოლებს კონკურენტრუნარიან გარემოში კონკურსში მონაწილეობის შიში აქვთ. მისივე განმარტებით, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება კონკურსს, ცხვედიანი განმარტავს "კონკურსი ტარდება ორ ეტაპად, პირველია მაღალი ქულების დაგროვება, ხოლო მეორე უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების შემოწმება, რაც ექსპერტიზით დამოწმებულია. აქედან გამომდინარე, სრულიად შეუძკებელია ვინმემ ნანათხოვარი ან გაუმართავი ტრანსპორტით გაიმარჯვოს," - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ირაკლი ცხვედიანი.
ამ დროისათვის ქუთაისში მომუშავე სამარშრუტო ხაზების 60% გაფიცულია.
ქუთაისის მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი მომდინარე წლის 29 მაისს ჩაატრა. 15 ლოტად გამოცხადებულ კონკურსზე გამარჯვებული მხოლოდ 5 ლოტში გამოვლინდა.

თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.