ახალი ამბები
ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზებზე კონკურს მეორედ 22 ივნისს ჩაატარებს
FaceBook
ქუთაისის მერია იმ სატრანსპორტო ხაზებზე, რომლებზედაც კონკურსი ჩაიშალა,  მიმდინარე წლის 22 ივნისს კონკურსს მეორედ ჩაატარებს. მანამდე კი, სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი შეავსონ.
აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ირაკლი ცხვედიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა. ცხვედიანმა ასევე ისაუბრა კონკურსის ჩაშლის მიზეზებზე. ცხვედიანი ირწმუნება, რომ 15 ლოტიდან 10 ლოტზე კონკურსის ჩაშლის მიზეზი მონაწილეების მხრიდან საჭირო დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენაა.
"დოკუმენეტების უმრავლესობა არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი. საბუთებში ტრანსპორტის პასპორტიც კი არ ქონდათ ჩადებული. იმის გამო, რომ ეს ხარვეზი მაქსიმალურად ნულამდე იყოს დაყვანილი, კონკურსამდე ჩვენს ოფიციალურ ვებ-ბერდზე დავდებთ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს დოკუმენტის შევსება", - განმარტა ცხვედიანმა.
29 მაისს, საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვების მაძიელთა კონკურსში სულ 9 ორგანიზაცია და ერთი ინდმეწარმე მონაწილეობდა. 
მათგან გამარჯვებული შედეგმა მონაწილეება მოიპოვეს: შპს "აბოჯორჯია", შპს იმერტური XXI" და ინდმეწარმე ოთარ ონიანი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.