ქუთაისში, თეთრ ხიდზე, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის "ბახალას"
მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
სლოგანით - "ყველა ერთისთვის", აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებულ
ნარკოპოლიტიკა და გიორგი გიორგანაშვილისთვის რვა წლიანი პატიმრობის
მისჯა გააპროტესტეს.
"ვაპროტესტებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. მოვითხოვთ, გიორგი
გიორგანაშვილის იგივე "ბახალას" დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,
ნარკოპოლიტიკის შეცვლასა და ნარკოსაშუალებების დეკრიმინალიზაციას", -
ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აკაკი საღინაძე.
მსახიობს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო
სასამართლომ 23 იანვარს მიუსაჯა. იგი სხდომის
დარბაზშივე დააკავეს.
სასამართლოსთან დააკავეს
რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, ბექა
წიქარიშვილი, რომლებმაც მოსამართლის გადაწყვეტილება
გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად
ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. საქართველოს პროკურატურის
განცხადებით,
გიორგი გიორგანაშვილმა, თურქეთიდან 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი
სუბოტექსი თურქეთიდან რეანობილით შემოატანინა.
ამასთან, პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული
თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მიმართ
სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება
დაიწყო.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო
განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა შს სამინისტროს ცალკეული
თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ
შეურაცხყოფაზე.
მასალის გამოყენების პირობები