ვაკისუბნის დასახლება სასმელ წყალს ნაცვლად დილის გრაფიკისა, საღამოს
გრაფიკით მიიღებს.
ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ინფორმაციით, 15 იანვრიდან 5
თებერვლის ჩათვლით, მოსახლეობას წყალი საღამოს 5:00 საათიდან 10:00
საათამდე მიეწოდება. გრაფიკის ცვლილება ავანგარდის ტერიტორიაზე
მიმდინარე გამრიცხველიანებას უკავშირდება.
ამ დრომდე ავანგარდის დასახლება წყალს დილის 8:00 საათიდან 13:00
საათამდე იღებდა.
მასალის გამოყენების პირობები