ქუთაისში ბუნებრივი აირის შემოწმებაზე მოსახლეობის მომართვიანობა
დაბალია.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "სოკარ ჯორჯია გაზში" უთხრეს. კომპანიის
იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი, დავით ჯაიანი განმარტავს, რომ
მოსახლეობას მომსახურებას უფასოდ სთავაზობენ. მისი თქმით, 60 000
აბონენტიდან, დღეში საშუალოდ ერთი შეტყობინება ფიქსირდება.
ის ასევე ამბობს, რომ კომპანია ზამთრის სეზონის დასაწყისში
სპეციალურ შემოწმებასაც ატარებს.
"მაქსიმალურად ვცდილობთ შიდა გაჟონვა იქნება თუ რაღაც,
დავეხმაროთ ადამიანებს. თუმცა, ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა
არ მოგვმართავენ და გაუმართავი დანადგარები არის. ასეთ შემთხვევაში
კომპანია სპეციალურ შემოწმების პროცედურას ატარებს. ჩვენ ვაფრთხილებთ
და შესაბამის ინსტრუქტაჟს ვუტარებთ მოსახლეობას. სპეციალური
ბუკლეტებიც გამოვაკარით სადარბაზოებში", - ამბობს დავით ჯაიანი.
დავით ჯაიანის თქმით, მათ ცხლ ხაზზე (114)
მომართვის შემთხვევაში საავარიო ბრიგადები მიდიან.
ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი
გარდაიცვალა. ერთი კი დაშავდა.
ამავე თემაზე:
ქუთაისში
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
ქუთაისში
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობა
სტაბილურია
მასალის გამოყენების პირობები