"გაახარე სიცოცხლე დარგე ქართული სოჭი"- ამ სახელწოდების
საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა ქუთაისში, „ბაგრატი 1003“-ის
დარბაზში.
შეხვედრის ორგანიზატორი ქართულ - ჰოლანდიური კომპანია Flora
Westland და ბერი ანდრიას ფონდი გახლდათ.
ღონისძიებაზე სიმსივნით დაავადებული ბავშვების ხელნაკეთი ნივთები
გაიყიდა. ამის გარდა ქუთაისში არსებულ სკოლებს გადაეცათ კავკასიური
ჯიშის სოჭის ნერგები.
"ამ შეხვედრას რამდენიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში დავეხმაროთ
ბავშვებს, ასევე მოხდეს ქართული პროდუქტის კავკასიური სოჭის
პოპულარიზაცია და მესამე ის, რომ ახალი წლის აღსანიშნავად არ მოჭრან
ნაძვი და ქოთანში ჩარგული, ცოცხალი სახით შეიტანონ სახლში", - აღნიშნა
Flora Westland-ის
წარმომადგენელმა ირაკლი ავალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები