ბოლო ინფორმაციით, გუმათჰესზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ქუთაისში გუმათჰესის -2 კასკადზე ხანძარი საღამოს 18:00 -საათზე
გაჩნდა, რის შედეგადაც, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდა. სახანძრო- სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ
ტრანსფორმატორზე იყო გავრცელებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება
187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გუმათჰესის ტერიტორიაზე 18
ტონამდე საწვავი დაიღვარა.
"შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული
ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით,
მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე
დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის
ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი
დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის,
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური", -
ნათქვამია უწყების განცახდებაში.
ამავე თემაზე:
ქუთაისში გუმათჰესი
იწვის
გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო
გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ვერ
ხერხდება (ვიდეო)
შსს-მ გუმათჰესში
გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები