ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ ქალაქში არსებული სოციალურ–ეკონომიკური
კუთხით შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქალაქის ახალ
მერს, გიორგი ჭიღვარიამ რამდენიმე ინიციატივა
წარუდგინა.
ყველა პენსიონერისათვის დამატებით 50 ლარიანი ვაუჩერის გაცემა
მედიკამენტების შესაძენად, ერთჯერადად 100 ლარიანი კომუნალური
ვაუჩერის გაცემა საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის,
წარმატებული სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. პირველ
წელს საპილოტედ შესაძლებელია გამოიყოს მინიმუმ 100 000 ლარი, რომელიც
შემდეგ წლებში მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება, სტუდენტური ტარიფის
შემოღება ადგილობრივ ტრასპორტით მგზავრობაზე (ტარიფის განახევრება),
400 ლარიანი ვაუჩერის ყველა ახალშობილს, ყველა სკოლისთვის 50 000
ლარი, რომელსაც სკოლები გამოიყენებენ საკუთარი შეხედულებისამებრ
პედაგოგიური და მშობელთა საბჭოების გადაწყვეტილების მიხედვით.
გიგა შუშანიამ ეს ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში
გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივების
განსახორციელებლად საჭირო იქნება ქალაქის ბიუჯეტში მაქსიმუმ 6,5 – 7
მლნ ლარის მობილიზება იქნება საჭირო, რაც სავსებით შესაძლებელია
პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.
"ამ ინიციატივების დაფინანსება სავსებით შესაძლებელია მერიის
ადმინისტრაციული ხარჯების, პრემიების, დანამატების და კომფორტზე
დახარჯული თანხების შემცირებით", - ამბობს გიგა შუშანია.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" განმარტავენ, რომ
ისინი მზადყონას გამოთქვამენ აქტიურად ჩაერთონ წარმოდგენილი
ინიციატივების განხილვაში, რომელთა გახორციელებაც მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს თითოეული ქუთაისელის ისედაც დამძიმებულ მდგომარეობის
გაუმჯობესებას.
მათივე თქმით, ისინი ამ დროისთვის რამოდენიმე ინიციატივაზე
მუშაობენ, რომელსაც მომავალში საზოგადოებას პერიოდულად გააცნობენ.
მასალის გამოყენების პირობები