ტყიბულში, ხრესილის გზაზე ტყიბული-ქუთაისის მიკროავტობუსს
მერსედესის მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის 9 მგზავრი დაშავდა.
შემთხვევა, დღეს საღამოს მოხდა. დაზარალებული მგზავრები ტყიბულის
საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის
აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები