იმერეთის მიმართ ტურისტები
განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ.
ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნავენ.
როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ხელმძღვანელი სოფო აზარაშვილი ამბობს, ვიზიტორების მოწონებას
განსაკუთრებით სათაფლიის, პრომეთეს მღვიმე და ოკაცეს კანიონი
იწვევს.
ამ ადგილებისადმი ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს მოწმობს
ციფრებიც, რომლებიც წლიდან წლამდე ვიზიტორების რაოდენობის მატებაზე
მიუთითებს.
სააგენტოს ცნობით, მაგალითად, ოკაცეს კანიონი (2017 წლის 10 თვის
მონაცემებით) 71 874 ვიზიტორმა მოინახულა, რაც 2016 წლის 10 თვის
მონაცემებთან შედარებით 21,064 ვიზიტორით მეტია, რადგან 2016 წელს
კანიონი 50 810 ვიზიტორმა დაათვალიერა.
ასევე პრომეთეს მმღვიმე 6234 - ით მეტმა უცხოელმა ტურისტმა მოინახულა
გასულ 2016 წელთან შედარებით. პრომეთეს მღვიმე 2016 წელს 138
227ვიზიტორმა, ხოლო 160 278 ტურისტმა დაათვალიერა.
ტურისტების რაოდენობის სტატისტიკა მზარდია სათაფლიის მღვიმეშიც.
სათაფლიას 2016 წელს 25 144 ტურისტი , ხოლო 2017 წელს - 31 378
ვიზიტორი ეწვია.
"განვითარდა ინფრასტრუქტურა, დაინერგა ახალი სერვისები, რამაც
ბუნებრივია ხელი შეუწყო ვიზიტორების ნაკადის ზრდას იმერეთში, " -
აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმძღვანელი სოფო აზარაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები