ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამოს"
უმასპინძლა.
ქუთაისელებმა "დინამო" 2:0 დაამარცხეს. დუბლი კაპანაძემ გაიფორმა.
ამასთანავე პარალელურად მიმდინარეობდა თბილისის "დინამოსა" და
თბილისის "საბურთალოს" შორის მატჩი, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა.
ამ შედეგებით "ტორპედომ" თბილისის "დინამოსთან" სხვაობა 2 ქულამდე
შეამცირა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონის ვინაობა
თბილისში, 26 ნოემბერს "დინამო არენაზე" გამოვლინდება, სადაც ქართული
კლასიკო "ტორპედოსა" და "დინამოს" მონაწილეობით ჩატარდება.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები