ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით საცხოვრებელ კორპუსში
გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიწვა. უბედური შემთხვევა
19 ნოემბერს მოხდა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ღამით დაახლოებით, 11 საათისთვის
სირენების ხმა გაიგეს, რა დროსაც დენი გამოირთო. გარეთ გასულებმა კი
ერთ-ერთ საცხოვრებლის ბინიდან ცეცხლის ალი შენიშნეს.
მეზობლებმა ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ შუახნის მამაკაცი ბინაში
მარტო ცხოვრობდა. ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადას ბინა
ცეცხლის ალში გახვეული დახვდა. ადგილობრივებით თქმით, სამაშველო
ბრიგადას მამაკაცის სხეულის ნაწილების პოვნა გაუჭირდათ.
"მარტო ცხოვრობდა და ალაბთ, დარჩე რამე ჩართული.
მხოლოდ გვამის ნაწილები იპოვეს მაშველებმა", - ამბობენ
თვითმხილველები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
187-ე მუხლითაა დაწყებული.
მასალის გამოყენების პირობები