"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არჩევნების შედეგები მერიის
შენობასთან გააპროტესტეს.
ნიკა ნარსიას განცხადებით, ქუთაისს ყავს არალეგიტიმური მერი, რომელსაც
მხარი მხოლოდ 18%-მა დაუჭირა. მათი განცხადებით, მერიის
შესასვლელში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების პლაკატები
გააკრეს, რომლებმაც, ნარსიას თქმით, არჩევნები
გააყალბეს.
ქუთაისის საკრებულოს მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა, სადაც
საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების, ფრაქციებისა და კომისიის
თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ,
ამ წუთებში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები