ქუთაისში, სულხან- საბას დასახლებაში სუპერმარკეტი "დეილი"
დააყაჩაღეს.
შემთხვევა 20 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოხდა.
სუპერმარკეტის თანამშრომლების განმარტებით, მარკეტში 4 ნიღბიანი იყო
შესული, რომლებსაც თან ცივი იარაღი, დანა ჰქონდათ.
მათივე თქმით, სალაროდან წაღებულია 5 000 ლარამდე თანხა, ასევე
ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი.
"ეტყობოდათ, რომ ახალგაზრდები იყვნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა
არავისთვის მიუყენებიათ, დანის მუქარით მოახერხეს თანხის გატანა," -
ამბობენ სუპერმარკეტ "დეილის" თანამშრომლები ქუთაისიპოსტთან
საუბარში.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე
მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები