ახალი ამბები
„ეს იყო მერიის ნოტარიუსი“ - დეპუტატები ქუთაისის საკრებულოს მუშაობაზე
FaceBook
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა. ბოლო სხდომა წარმომადგენლობით ორგანოში 17 ნოემბერს გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილებებზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს მერიის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა საკრებულოს 3 წლიანი მუშაობა შეაჯამეს.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ნატო ქათამაძე, მეხუთე მოწვევის საკრებულოს ნოტარიუსს უწოდებს და ამბობს, რომ დეპუტატებმა ყოველთვის წინასწარ იცოდნენ რა პოზიცია უნდა ჰქონოდათ მერიის მიერ სხდომაზე წარსადგენ საკითხებზე.

"მქონდა პატივი დავსწრებოდი შოთა მურღულიასთან შეხვედრას თეთრ დარბაზში, რომელიც, როგორც წესი, საკრებულოს სხდომის წინა საღამოს იმართებოდა ხოლმე, სადაც დეპუტატებისთვის ხდებოდა იმის ახსნა, თუ რატომ უნდა დაეჭირათ მხარი ამა თუ იმ საკითხისთვის", - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს "ევროპული საქართველოდან", დავით გოგისვანიძეს, კოლეგების ერთ-ერთ მთავარ შეცდომად ქუთაისის საპარლამენტო სტატუსის დაიგნორება მიაჩნია.

"ეს მოხდა მათ თვალწინ, ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და ამაზე არც ერთი ფორმით არ გამოუხატავს პოზიცია ქუთაისის საკრებულოს",-ამბობს დავით გოგისვანიძე.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით წიტაიშვილი კი ამბობს, რომ ის, რაც ქალაქისთვის გაკეთდა, საკმარისი არ იყო.

"ვფქრობ, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. რაღაც პროექტები დაიწყო, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი", - განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი, გია ქობალიანი კი მიიჩნევს, რომ იმ ძალისხმევის შედეგი, რაც მან კოლეგებთან ერთად დახარჯა, დროთა განმავლობაში დაეტყობა ქალაქს.

"ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო. ალბათ, რაღაც ვერ მივიყვანეთ ბოლომდე, რაღაც გამოგვრჩა, მაგრამ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება", - განაცხადა გია ქობალიანმა.

დადებითად შეაფასა საკრებულოს მუშაობა თავმჯდომარემ, დავით დვალმა.

"ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებოდით, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდით შევჯერებულიყავით მთავარ საკითხებზე. მიმაჩნია, რომ საკრებულომ გამოავლინა კოლეგიალობის და ურთიერთგაგების მაღალი უნარი", - განაცხადა დავით დვალმა.

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულო უფლებამოსილებას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახორციელებდა.

ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას 20 ნოემბრიდან შეუდგება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.