ქუთაისში, ზურაბ ჭავაჭავაძის ქუჩა #2-ში მოსახლეობა საბავშვო
ატრაქციონის მოწყობას ითხოვს.
მოსახლეობის თქმით, ბავშვებისთვის გასართობი ადგილი არ არის, რის
გამოც, ისინი ეზოში თამაშს ვერ ახერხებენ.
"ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველა ბინის წინ დაიდგა მსგავსი ატრაქციონები,
ჩვენ რა დავაშავეთ. ყოველ საღამოს სავსე არის გასართობი ადგილები და
ჩვენი შვილები ვეღარ ერთობიან. ვთხოვთ, მერია დადგას გასართობი
ატრაქციონი, რომ ჩვენს შვილებსაც ჰქონდეთ სათამაშო სივრცე",
- ამბობს ზურაბ ჭავაჭავაძის ქუჩა #2-ში მცხოვრები, იზა
ფურცხვანიძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ , რომ აღნიშნულ ადგილზე ატრაქციონის
მოსაწყობად მოსახლეობამ ქუთაისის მერიას განცხადებით უნდა
მიმართოს.
"შემოიტანონ განცხადება, რომ უნდათ საბავშვო ატრაქციონი, რის შემდეგაც
მოხდება განხილვა. ამის შემდეგ, შესაძლოა, მერიამ სრულად
დააფინანსოს სათამაშო ობიექტის განთავსება ან არსებობს
თანადაფინანსების პროგრამაც, რომლის ფარლებში ნაწილს მერია დაფარავს
ნაწილს მოსახლეობა" - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
2017 წლის იანვრიდან ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობის
ბიუჯეტიდან 17 საბავშვო ატრაქციონი დაამონტაჟა.
მასალის გამოყენების პირობები