ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილ კონტრაქტორს,
ინდ.მეწარმეს, ამავე გაერთიანების მიერ დაკისრებული ჯარიმა ამ
დრომდე არ გადუხდია.
საუბარია, ინდ.მეწარმე "შალვა ლეონიძეზე, რომელმაც სახელმწიფო
შესყიდვით აღებული ვალდებულება, საკვები პროდუქტებით ქუთაისის
საბავშვო ბაღების მომარაგება, სრულყოფილად ვერ შეძლო. ამის გამო
ბაღების გაერთიანებამ ინდ. მეწარმესთან 25 ოქტომბერს
ხელშეკრულება გაწყვიტა და ის
5 000 ლარამდე დაჯარიმა.
"რადგან მან თანხა არ გადაიხადა, ჩვენ მას არ გადავუხადეთ ის თანხა,
რომელიც მისი მომსახურების გაწევის შედეგად ინდ.მეწარმისთვის უნდა
მიგვეცა. ანუ ეს თანხა 5 000 ლარი ოდენობით კვლავ ჩვენს
განკარგულებაში დარჩა. ასევე, რადგან ჩვენ მასთან 480 000 ლარის
ღირებულების ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული, კანონის მიხედვით
ხელშეკრულებაში საგარანტიო თანახაც იყო გათვალისწინებული. რადგან
ინდ.მეწარმემ დაარღვია კანონი აღნიშნული თანხა 28 000 ლარი ოდენობით
გადმორიცხა ჩვენს ანგარიშზე", - აცხადებენ ქუთაისის "ააიპ
ბაგა-ბაღების" გაერთიანებაში.
აპირებს თუ არა ინდ. მეწარმე შალვა ლეონიძე დაკისრებული ჯარიმის
გადახდას, თავად შალვა ლეონიძემ ამ საკითხე კომენტარის გაკეთება
არ მოისურვა.
იმის გამო, რომ ინდ.მეწარმე "შალვა ლეონიძემ" ხელშეკრულების პირობები
დაარღვია და ბაღების გაერთიაენებამ მასთან ხელშეკრულება
გაწყვიტა, ერთთვიანი ხელშეკრულება 53 820 ლარზე შპს "იმპორტს თუ
ჯორჯიასთან" გააფორმა. პარალალურად კი, 2017 წლის 2
ნოემბერს საკვები პროდუქტების შესყიდვაზე 44 500 ლარის ღირებულების
ტენდერი (SPA170014096) გამოცხადა. სადაც, გამარჯვებული კომპანია
ქუთაისში მდებარე 37 საბავშვო ბაღის ფილიალს მიმდინარე წლის 31
დეკემბრის ჩათვლით საკვებით მოამარაგებს.
" მას შემდეგ რაც ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოამარაგებს
ფილიალებს, შპს "იმპორტს თუ ჯორჯიასთან" შევწყეტთ ხელშეკრულებას. ხოლო
ახალი მომწოდებელი ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყოფს ფილიალებში
მომარაგებას" - განმარტავენ ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების"
გაერთიანებაში.
ამავე
თემაზე:
5 ათას ლარამდე ჯარიმა და შეწყვეტილი ხელშეკრულება -
ბაღებს ბოსტნეულით ახალი კომპანია მოამარაგებს
"ხელშეკრულებას შევწყვეტთ" - ბაღების გაერთიანება ქუთაისის ბაღებში
შექმნილ კვების პრობლემაზე (ფოტო)
1 ლარად მოგებული ტენდერები ქუთაისის ბაგა-ბაღების
გაერთიანებაში
მასალის გამოყენების პირობები