ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის განმარტებით, თვითმმართველობამ ტელევიზორი საქმის კეთილსინდისიერად შესრულების
გამო აჩუქა.
მისი თქმით, ტელევიზორი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ აჩუქეს.
"ვადასტურებ, ნამდვილად მაჩუქა საკრებულომ ტელევიზორი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის", - განმარტვს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამირან ხვადაგიანი.
ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა 2013 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, წახალისების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა ტელევიზორის შესაძენად მიიღო - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირავლობა-საქართველოს" კვლევაში, რომელიც
2012-2014 წლებში თვითმმართველობებში გაცემულ პრემიებსა და დანამატებს ეხება. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ხვადაგიანმა ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან 1 386 ლარი
, 1 299 ლარად შეფასებული ტელევიზორისა (LED SAMSUNG UE40EH6030W) და 87 ლარის ღირებულების ტელევიზორის საკიდის შესაძენად მიიღო.ამირან ხვადაგინი ქუთაისის საკრებულოს ორგზის მოწვევის თავმჯდომარე იყო. (2006- 2013 წლები). ხვადაგიანმა ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე 2013 წლის თებერვლაში დატოვა. ამ დროისთვის, ამირან ხვადაგიანი ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორია.
აღსანიშნავია, რომ ქუთისის სარეკბულოს ყოფილ თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის მიერ 7 წლის განმავლობაში (2007-2013 წლები) მიღებულმა პრემიამ 61 560 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები