პოლიტიკა
იმერეთის მუნიციპალიტეტებში 3 წლის მანძილზე 12 მილიონ ლარზე მეტი პრემია გაიცა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2012-2104 წლებში პრემიისაა და დანამატის სახით 4 686 346 ლარი გაიცა. ამავე პერიოდში იმერეთის რეგიონში სულ 12 631 286 ლარის პრემიაა გაცემული.  აღნიშნულის შესახებ კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვლომ" ჩააატარა.
იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიები წლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
2012 წელს - 4,1 მილიონი ლარი;
2013 წელს - 5,2 მილიონი ლარი;
2014 წელს - 3,2 მილიონი ლარი; 
ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის იურისტის, ანი სალდაძის განმარტებით, იმერეთის რეგიონში არსებული 12 მუნიციპალიტეტიდან პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან არ მიაწოდეს.
"ამ მუნიციპალიტეტმა არ მოისურვა ეთანამშრომლა ჩვენთან და ჩვენს მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი არ მოგავაწოდა", - განმარატეს ქუთაისში კვლევის პრეზენტაციაზე.
"საერთაშორისო გამჭვირავლობის" წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო, პრემიებისა და დანამატების გაცემის დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ, სისტემური პრობლემის ხასიათი მიიღო.
"მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, კვლავ გრძელდება პრემიებისა და დანამატების რეგულარულად გაცემის პრაქტიკა. ასევე, რიგ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი. არის შემთხვევები, როდესაც წახალისების მიზნით, საჯარო მოხელეები თანხას კონკრეტული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად იღებენ", - განმარტა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვლოს" ქუთაისის ფილიალი იურისტმა ანი სალადაძემ.
"გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, 2012 -2014 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტსა და 12 თვითმმართველი ქალაქში (მათ შორის თბილისის რაიონებიდან) პრემიებისა და დანამატების სახით სულ 100 მილიონ ლარზე მეტია გაცემული. 
ორგანიზაციის იურისტების ვარაუდით, გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდათ, გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღნიშნულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.