ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი
აქტივობა ქუთაისში ფიქსირდება.
ცესკოს ინფრომციით, 17:00 საათისთვის, ერთადერთ თვითმმართველ ქალაქში,
სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, 5 საათის
მონაცემებით, ამომრჩეველთა 14.1% მივიდა, რაც 21 546
ამომრჩეველია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ქუთაისელი
ამომრჩეველი დილიდან პასიურობდა.
10:00 საათზე არჩევანი მხოლოდ 2.6%-ს ჰქონდა დაფიქსირებული, 12:00
საათის მონაცემებით კი ეს მაჩვენებლი 6.2%-მდე გაიზარდა.
6 ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება, 17:00 საათის
მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში 47.2%
დაფიქსირდა.
ჯამში, 17:00 საათის მონაცემებით, ექვსივე ოლქში არჩევნებზე 88
522 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამავე ოლქებში
რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 26.97%-ია.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა
და 5 თითმმართველ თემში -ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და
მარტვილში იმართება.
ქუთაისში ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური
მიმდინარეობს. პირველი ტური
21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი
ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი
ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66%
დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი,
გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კ
ანდიდატურა
მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის,
შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.
ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და
ერთი სპეც. უბანი, რომელიც N2 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში მუშაობს.
ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 85
440 ქალია და 67 121 მამაკაცი.
მასალის გამოყენების პირობები