ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ
ოსეფაიშვილის განმარტებით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობა
საერთო ამომრჩევლის 6,17% ანუ 9 409 ამომრჩეველი მივიდა.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, პირველი ტურის დღის ამ
მონაკვეთში ამომრჩევლების აქტიურობას 11 000 ამომრჩევლით
ჩამორჩება.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ქუთაისის უბნებზე ეუთო-ს 9
სადამკვირებლო ჯგუფი მუშაობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური
21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი
ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი
ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ
გრიგოლ ვაშაძემ კ
ანდიდატურა
მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის,
შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.
ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის "ქართული
ოცნების" კანდიდატი გიორგიჭიღვარიაა, რომელმაც ხმების 48.66%
დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი,
გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა,
ქუთაისში 124 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის 123
სამოქალაქო უბანი, ხოლო ერთი სპეციალური უბანი N2 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში მუშაობს.
ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121
მამაკაცია
მასალის გამოყენების პირობები