კანონიერება, ჰუმანიზმი, კეთილსინდისიერება, სოციალური სამართლიანობა,
დამოუკიდებლობა, კოლეგიალობა - ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც
ქუთაისის მედიასკოლის დებულებაში წერია.
ამავე დებულების თანახმად, რეგულირდება ურთიერთობები ქუთაისის
ახალგაზრდული ცენრტსა და მის წევრებს შორის.
"ცენტრის ყველა თანამშრომელი და მის ბაზაზე არსებული მედიასკოლის
ყველა მსმენელი ვალდებულია არ მოახდინოს ჰომოფობიური, ქსენოფობიური
განცხადებების გაკეთება და სიძულვილის ენის ტირაჟირება
მედიასკოლაში სწავლის, საქმიანობის, პრაქტიკული კურსის გავლის,
სტაჟირების განმავლობაში. მედიასკოლის სტუდენტი ვალდებულია არ
გამოიყენოს სიძულვლის ენა, არ გამოიყენოს ჰომოფიბიური და ქსენოფობიური
განცხადებების გავრცელება, სიძულვილის ენის ტირაჟირება, დაიცვას
ცენტრის პრესტიჟი", - ნათქვამია მედიასკოლის დირექტორის, ნატალი
პატარიძის მიერ მოწოდებულ წესდებაში. თუმცა, დოკუმენტში არაფერი
წერია ამ წესების დარღვევის გამო თუ რა სანქცია გატარდება
ადმინისტრაციის მხრიდან.
ნატალი პატარიძე განმარტავს, რომ ეს დებულება მედიასკოლის
შენობის თვალსაჩინო ადგილზეა გაკრული, შესაბამისად, მისი თქმით,
დებულების შინაარსი და მედიასკოლის პრინციპები ყველა მოსწავლესთვის
ხელმისაწვდომი არის.
"ეს დებულება გაკრულია კედელზე და ის ნებისმიერ მოსწავლისთვის იყო
ხელმისაწვდომი. ასევე, მათთვის განმარტებული გვქონდა თუ რა პრინციპებს
ეყრდნობა ცენტრი და რას ნიშნავს თითოეული მათგანი თავისი შინაარსით,"
- განმარტავს პატარიძე.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს მედიასკოლიდან გარიცხული
მოსწავლე.
"არსად არ ყოფილა დებულება გამოკრული და არც მისი შინაარსი აუხსნია
ვინმეს ჩემთვის," - აცხადებს ანზორ სვიანაძე.
ქუთაისის მედიასკოლის ყოფილი მოსწავლე, ანზორ სვიანაძე სასწავლებლიდან
მიმდინარე
წლის 6 ნოემბერს გარიცხეს.
ანზორ სვიანიძის თქმით, ის სკოლიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან
საკუთარ სოციალურ ქსელზე დადო პოსტი, სადაც აფიქსირებს საკუთარ
მოსაზრებას ლგბტ თემის წარმომადგენლებზე.
მედიასკოლის დირრექტორის, ნატალი პატარიძის თქმით კი სვიანაძე
სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო გაირიცხა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მედიასკოლიდან სტუდენტი ლგბტ თემაზე
დაწერილი სტატუსის გამო გარიცხეს
"გაირიცხა სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო" – ქუთაისის მედიასკოლის
დირექტორი
მასალის გამოყენების პირობები