ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი
ვაშაკიძის თქმით, მოსწავლეების მიმართ არასათანდო მოპყრობის
გამო, გათავისუფლებული პედაგოგის საქმე, შესაძლოა,
სასამართლოში გაგრძელდეს.
"წლების განმავლობაში ეს ქალბატონი, მასწავლებელი, ასე ექცეოდა
ბავშვებს. მშობლების დახასიათებით, ასეთი ჩვევა ქონდა. ეს საქმე,
შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე გახდეს და უფრო დაზუსტდება
ყველაფერი. დისციპლინალურმა კომისიამ განიხილა ჯერ ეს საქმე და
გადაწყვეტილება კი, დირექტორმა მიიღო. ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია
სხვა მასწავლებლებისთვის", - განაცხადა ქუთაისიპოსტის
სტუდიაში ბადრი ვაშაკიძემ.
ქუთაისში, ერთ–ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეების მიმართ
არასათანადო მოპყრობის გამო, დირექტორმა
გაათავისუფლა.
ქუთაისიპოსტი შეგნებულად არ ასახელებს საჯარო სკოლას, სადაც პედაგოგის
გათავისუფლება მოხდა.
ამავე თემაზე:
"მშობლები ძალიან პრეტენზიულები არიან, ისინი მასწავლებელს არაფერს
აპატიებენ " - გადაცემა
ქუთაისში სკოლის პედაგოგი მოსწავლეების მიმართ უხეში ქცევის გამო
დირექტორმა გაათავისუფლა
მასალის გამოყენების პირობები