საქართველოს მოქალაქეობა 2013-2017 წლის მონაცემებით, 23 011-მა
ადამიანმა მიიღო.
ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქე 3 097
უცხოელი
გახდა.
2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში 85 604-მა უცხოელმა კი
ბინადრობის ნებართვა მიიღო, მათგან 26 111-მა _ მუდმივი ბინადრობისა,
ხოლო 59 49- მა დროებითი ბინადრობისა. ჯამში, 108 615-მა პიროვნებამ
მიიღო ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა.
დროებითი ბინადრობის ნებართვა ყველაზე დიდი რაოდენობით, 22 089 პირზე,
2015 წელს გაიცა, ხოლო მუდმივი ბინადრობის _ 9 407 პირზე.
2017 წლის მონაცემებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვა 13 336
პირმა, მუდმივისა კი _ 2 820-მა. საქართველოს მოქალაქეობის მიღების
ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013 წელს აღირიცხა _ 6 440 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები