11 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლე, ფუტსალის ლიგის 2017-2018
წლების სეზონის, პირველი წრის, მეორე ტურის შეხვედრებს
უმასპინძლებს.
სპორტული სააგენტო SBM-ის
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფუტსალის ლიგის პირველი
იმერული სათამაშო დღე 13:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. გათამაშების
ერთ-ერთი ფავორიტი, აგორა აფხაზეთს დაუპირისპირდება.
მათივე ცნობით, 15:00 სთ-ზე გაიმართება ტურის ცენტრალური შეხვედრა,
რომელშიც ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუ-თელასი
დაუპირისპირდებიან. წინა სეზონში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება,
რომელიც ბათუმში გაიმართა, მოულოდნელად ბსუ-ს გამარჯვებით 8:5
დასრულდა, შესაბამისად მოქმედი ჩემპიონი, ფავორიტის სტატუსის
დამტკიცებასთან ერთად, რევანშის აღებასაც შეეცდება.
სერიოზული გამოცდა ელის ლიგის დებიუტანტს, კოლხი-გულრიფშს, რომლის
მეტოქეც, ვიცე-ჩემპიონი, ტატიშვილი იქნება. მიუხედავად გადახალისებული
შემადგენლობისა, "მედიკოსები" წლევანდელი სეზონის ფავორიტთა სიაში
მოიაზრებიან. ეს შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება.
19:00 სთ-ზე, მასპინძლის სტატუსით პირველ შეხვედრას გამართავს, კიდევ
ერთი დებიუტანტი წყალტუბო, რომელიც შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ
თბილისს დაუპირისპირდება. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში პირველი
ქულებისთვის იბრძოლებს.
11.11.2017.ფუტსალის ლიგა. II ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)
13:00 აფხაზეთი - აგორა
15:00 ბსუ (ბთ) - სტუ-თელასი
17:00 ტატიშვილი - კოლხი-გულრიფში
19:00 თბილისი - წყალტუბო
მასალის გამოყენების პირობები