ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩის სავალ ნაწილზე გზაზე ორმო ადგილობრივებმა
ძველი საბურავებით მონიშნეს.
მათი თქმით, ამ ფორმით გზის დაზიანებული ნაწილი უფრო ხილულია
ავტომობილებით მოსარგებლეებისთვის.
"ამ ორმოში სულ ცვივდებოდა და ფუჭდებოდა მანქანები, ამიტომ
გადავწყვიტეთ საბურავები ჩაგვედო ორმოში. იქნებ ასე მერიამაც
შენიშნოს რომ გზა გასაკეთებელია," - ამბობს ნინოშვილის ქუჩაზე
მცხოვრები თენგო სულუხია.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ნინოშვილის
ქუჩაზე დაზიანებული გზის მონაკვეთის პრობლემა მათთვის ნაცნობია,
თუმცა, მისი მოწესრიგება გარკვეული მიზეზების გამო არ
ხდება.
"ამ ქუჩაზე10 ნოემბრიდან წყლის მილის სარეაბილიტაციო
სამუშაოები უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს რომ გზა კიდევ გაიჭრება.
ამიტომაც არ ხდება გზის ორმოული შეკეთება," - ამბობს მერიის
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ნინოშვილის ქუჩაზე, წყლის
სამუშაოების დასრულებისთანავე გზის ორმოული შეკეთება მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები