თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის
ტერიტორიაზე, სადაც ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, განაღმვითი სამუშაოები
დასრულდა.
სამუშაოების შედეგად 24 ნაღმი იქნა განადგურებული. ჯამში გაიწმინდა
987კვ.მ ტერიტორია.
განაღმვითი სამუშაოები იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების
ფინანსური დახმარებით განხორციელდა.
ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი, ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელის
მოწყობის სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყება.
ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000
მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26
მლნ ევროს შეადგენს.
ნაგავსაყრელის მოწყობა 2019 წელს უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" გერმანულ მხარესთან
თანამშრომლობით ახორციელებს.
სოფელ ჭოგნარში, 36 ჰა მიწის ფართობზე ნაგავსაყრელის მოწყობას
ადგილობირვთა პროტესტი მოჰყვა. სოფლის მცხოვრებლები, რომლებმაც
არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მიიჩნევენ, რომ ნაგავსაყრელი მათ
სოფელს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს
.
ამავე თემაზე:
როგორი იქნება
ნაგავსაყრელი, რომელიც ჭოგნარში უნდა მოეწყოს
(ვიდეო)
ნიკეას ნაგავსაყრელი ჭოგნარში რეგიონულის
გახსნისთანავე
დაიხურება
"არ შევეგუებით ნაგავსაყრელის აშენებას"-
ჭოგნარის მცხოვრებლების აქცია ქუთაისის მერიასთან
ევროპული ნაგავსაყრელი ქართული
წინააღმდეგობით
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები