ახალი ამბები
"განწირული გვირგვინი" - ქუთაისში ქართული სათავგადასავლო ფილმის პრემიერა გაიმართება
FaceBook
ქუთაისში ქართული ფილმის "განწირული გვირგვინის" ჩვენება მაისში მოეწყობა. თუმცა, სად გაიმართება კინოჩვენება ამ ეტაპზე უცნობია. 

„განწირული გვირგვინის“ სცენარის ავტორი და რეჟისორი ცისკარა ფაჩულიაა. (მაყურებელი მას იცნობს დოკუმენტური ფილმით რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე "მუსიკა ქარში" )
როგორც ფილმის ავტორები აღნიშნავენ,  სურათის ჟანრი სათავგადასვლოა და უძველესი საგანძურის "კოლხური დიადემის" ბედზე მოგვითხრობს.

"კინო" ადამიანის კულტურასა და ჩამოყალიბებაზე არსებით გავლენას ახდენს. დედამიწის ზურგზე ალბათ არ მოიძებნება არავინ, ვისაც არ ეყვარება ფილმის ყურება. სწორედ, მათთვის, ვინც გატაცებულია ამ საქმით, მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ისტორიაზე დაყრდნობით გადაღებული სათავგადასავლო ფილმი "განწირული გვირგვინი,"– ამბობს ცისკარა ფაჩულია.

ავტორები ფილმის ანოტაციასაც გვთავაზობენ: სანდრო მუზეუმის ჩვეულებრივი თანამშრომელია. მისი ცხოვრება არაფრითაა განსაკუთრებული. განვითარებულმა მოვლენებმა ის განძის გადამყიდველების სახიფათო ბანდასთან დააპირისპირა. კრიმინალური წარსულის მქონე "შავი", მრავალი წელია, ქართული ისტორიული და ფასდაუდებელი საგანძურით ვაჭრობს. სანდრო შემთხვევით გაიგებს "შავის" ჩანაფიქრს. ის გადაწყვეტს ქართული საგანძური გადაარჩინოს.

ფილმში მონაწილეობენ: თემურ ხითარიშვილი, გოჩა ტყეშელიაძე, ლანა ცინცაძე, მიშა თათელიშვილი და სხვები.

ფილმზე მუშაობა ქუთაისში მიმდინარეობდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.