ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლა, დღეს 14 თებერვალს,
ჟურნალისტ სალომე ასათიანს უმასპინძლებს.
შეხვედრა, რომლის თემა მედიის საკითხები იქნება, 16 :00 საათზე
დაიწყება.
"თემა შეირჩა სალომე ასათიანის პროფესიიდან გამომდინარე. სალომე
ერთ-ერთი ჟურნალისტია ბოლო პერიოდის მანძილზე, რომლის გადაცემასაც
ეტყობა, რომ ჟურნალისტი ფიქრობს თემაზე, ამზადებს და სვამს
საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს ", - აღნიშნა ახალგაზრდული
ცენტრის დირექტორმა, ნატალი პატარიძემ.
დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები