ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გეოგრაფიული კვლევების შედეგები წარმოადგინეს
FaceBook

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტთა კონფერენცია ჩატარდა.


ღონისძიებაზე მათი საველე პრაქტიკების შეაჯამეს.

სასწავლებლის გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებმა საქართველოს გეორაფიული კუთხეების კლიმატური, ნიადაგური, მცენარეული საფარის და ტურისტული რესურსების შესახებ საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს.

თამარ წურწუმია ერთ-ერთია, ვინც საკუთარი ნაშრომი კონფერენციაზე წარადგინა. მისი აზრით, მსგავსი საველე პრაქტიკების მოწყობა გეორგაფიის სპეციალობის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია.

"თეორიული ცოდნის პრაქტიკული განხორციელება ხდება. მე მოვიარე ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველო და 8 დღის განმავლობაში, ჩემს კურსელებთან ერთად, შევისწავლე ფშავშ-ხევსურეთისა და კახეთის ისტორიული, ტურისტული თუ კლიმატური თავისებურებები. სწორედ, ამ გამოცდილების შესახებ წარმოვადგინე მოხსენება, ვისაუბრე ხევის ისტორიაზე," - განაცხადა თამარ წურწუმიამ.

წერეთლის უნივერსიტეტის გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკები ყოველწლიურად იმართება.

"ტრადიციულ საველე პრაქტიკას მეორე და მესამე კურსის სტუდენტები ყოველწლიურად ახორციელებენ იმისთვის, რომ წარმოადგინონ სხვადასხვა კუთხის გეოგრაფიული კვლევები," - განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ციცინო დავითულიანმა.

კონფერენცია ერთდღიანია და მასში 10 მომხსენებელი მიიღებს მონაწილებას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.