ახალი ამბები
ივანიშვილი დემურ სტურუას შემთხვევაზე - სამართალდამცავების მიმართ კრიტიკას ვერ გავიზიარებ
FaceBook
"გარწმუნებთ ძიება გაგრძელდება დ ა დამნაშავე შესატყვისს მიიღებს " (სტილი დაცულია), - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას იმედის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე რომელიც სამტრედიაში სამართალდამცავების ზეწოლის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულ დემურ სტურუას ეხებოდა.


"სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. ტრაგიკული შემთხვევაა. თუმცა სამართალდამცავების მიმართ კრიტიკას ვერ გავიზიარებ. პოლიციამაც არ შეიძლება ადამიანი ჭორებისა და პირველივე შეკითხვაზე დააპატიმროს. სამწუხაროდ სანამ თანმიმდევრობით ვითარდებოდა პროცედურა დამნაშავემ მოასწო მიმალვა. გარწმუნებთ ძიება გაგრძელდება დ ა დამნაშავე შესატყვისს მიიღებს.

გასაღები არის იმაში, რომ რეფორმები უნდა გაგრელდეს და გაღრმავდეს. საზოგადოების ინტერესი და თვალთვალი უნდა გაღრმავდეს და მეტი მოვითხოვოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიციაში დიამეტრალური ცვლილებები მოხდა და იგი ხალხის სამსახურში ჩადგა. ნუ გაავრცელებთ ისე, რომ მთლიანად პოლიცია დავთრგუნოთ. საქართველო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს შედიოდა 70 მაფიოზურ სახელმწიფოთა სიაში დღეს საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში არის მე- 17 ადგილზე ყველაზე თავისუფალ და დაცულ ქვეყნებში ორგანიზებული დანაშაულის კუთხით“, - აღნიშნა  ბიძინა ივანიშვილმა.

შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილი მუხნარის დასახლებაში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას დასწრო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.