ქუთაისში ნონოშვილის ბაღში მდებარე მემორიალის რეაბილიტაციისთვის
ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს აცხადებს.
სახელმწიყო შესყიდვის ღირებულება 4 546 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამჟამად მემორიალზე არსებულ
საქართველოს რუკასა და ხმალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, დამონტაჟდება
გარე განათების სისტემა, მოეწყობა ბუნებრივ აირზე მომუშავე ფაკელი და
თუნუქის ფირფიტები.
ქუთაისში, ნინოშვილის ბაღის
"დიდების ბაღად" გადაკეთების იდეა ადგილობრივ
ხელისუფლებას ეკუთვნის.
სკვერში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალია
განთავსებული.
"გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი დიდი მემორიალი გავაკეთოთ, სადაც
სხვადასხვა ომში დაღუპულ ადამიანთა კუთხეები იქნება წარმოდგენილი და
ზოგადად, იქნება "დიდების ბაღი" ეს ბაღი," - განაცხადა შოთა მურღულიამ
მიმიდნარე წლის 9 მაისს ნინოშვილის ბაღში გამართულ გამარჯვების
დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ნინოშვილის ბაღში მდებარე მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები,
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან, 20 დღის
განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
ნინოშვილის ბაღის რეაბილიტირებული დიდების მემორიალის
ესკიზი
მასალის გამოყენების პირობები